ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვა
ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოვა.
ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.
„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ მალე ვუმასპინძლებთ ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს კაპიტოლიუმში, კონგრესის ერთობლივ სესიაზე. ეს იქნება დროული და, ვფიქრობ, ძალიან ძლიერი მხარდაჭერის ჩვენება ისრაელის მთავრობისადმი“, – განაცხადა ჯონსონმა.
ჯონსონს არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს ნეთანიაჰუსთან და მიმდინარე კვირაში ოფიციალურ მოწვევას გაუგზავნის.