ორბანი აცხადებს, რომ საჭიროა მოლაპარაკება არა მხოლოდ მოსკოვსა და კიევს შორის, არამედ – მოსკოვსა და ვაშინგტონს შორისაც
უკრაინაში კონფლიქტის დასარეგულირებლად და შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის საჭიროა მოლაპარაკება არა მხოლოდ კიევსა და მოსკოვს შორის, არამედ – მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
“ომი – ცხოველია, რომელიც არ ჩერდება, არამედ მოძრაობს. და საქმე ესკალაციამდე მიდის. ომის შემდგომ ეტაპზე უკრაინას გადაეცემა ტექნიკა, რომელიც რუსეთის ტერიტორიას გადაწვდება ან, ღმერთმა არ ქნას და, დასავლეთევროპული ქვეყნების ან ნატოს სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ”,- განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერი მნიშვნელოვნად მიიჩნევს დაფიქრებას, თუ ვის შორის უნდა წარიმართოს მოლაპარაკება.
“უკრაინასა და რუსეთს შორის რაღაც კონტაქტი უნდა იყოს. მაგრამ შემდგომ იქნება მოლაპარაკება რუსებსა და ამერიკელებს შორის, რომლებიც შეეხება არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინას, არამედ მთელ ევროპულ უსაფრთხოებას და შესაძლოა, მომდევნო 20-30 წელი განსაზღვრონ”,- აცხადებს ორბანი.