„ვიცი, ჩემი გზა საითაც მიდის” – 99-ე საჯარო სკოლაში ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა
თბილისის 99-ე საჯარო სკოლაში გაიმართა პოეტ ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო – „ვიცი, ჩემი გზა საითაც მიდის”.
საღამო მოამზადა ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან ჩლაიძემ, მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა მაია კუჭავა-ენუქიძემ.
მონაწილე ბავშვებმა საოცარი გულისხმიერებითა და ემოციით გააცნეს მოწვეულ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას ტარიელ ხარხელაურის პოეზია და ცხოვრებისეული დეტალები.
პოეტს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნინო მესხიშვილმა და სამახსოვროდ გადასცა ბავშვებისგან დამზადებული ხელნაწერი წიგნი, რომელშიც შევიდა, ქალბატონი ქეთევან ჩლაიძის ლექსი, მიძღვნილი ტარიელ ხარხელაურისადმი და ყველა ის ლექსი, რომელიც საღამოზე იყო წარმოდგენილი.
საღამოს დასასრულს თავად პოეტმა წაიკითხა ლექსები.