სალოტბარო სკოლების დაარსებიდან 10 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

28 მაისს,19:00 საათზე, კახიძის მუსიკალურ ცენტრში სალოტბარო სკოლების დაარსებიდან 10 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები თბილისელ მსმენელთან შესახვედრად 20 მაისიდან ემზადებიან.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში ინტენსიური რეპეტიციები მიმდინარეობს.
რეპეტიციები ცნობილმა ლოტბარებმა, ქორეოგრაფებმა და ფოლკლორისტებმა ეთერ თათარაიძემ, ლიკა ლიპარტელიანმა, თორნიკე სხიერელმა, ბექა ბიძინაშვილმა, სერგო ურუშაძემ და ლაშა მძინარაშვილმა ჩაატარეს.
28 მაისს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში მოსწავლეები სცენაზე გააცოცხლებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის გალობას, სიმღერას და ქორეოგრაფიულ ნიმუშებს. პროექტში 32 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე მონაწილეობს.
ღონისძიება ეძღვნება პირველი სალოტბარო სკოლის დაარსებიდან 10 წლის იუბილეს. ამ ხნის მანძილზე გაიზარდა თაობა, რომელიც გახდა მნიშვნელოვანი რგოლი, ცოცხალი ფოლკლორის გადაცემის უწყვეტი ჯაჭვში.
რეპეტიციის შემდეგ პროექტის მონაწილეებს მომღერალი ნუცა ბუზალაძე შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები