„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ – გამოფენა გაიხსნება
24 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების შესახებ საარქივო დოკუმენტები, ასევე 1924 წლის მოვლენებთან დაკავშირებული მასალა.
დოკუმენტებს შორის არის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტების დედნები, პირველი რესპუბლიკის პერიოდის ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები, პერიოდული გამოცემები და სხვა მასალა.