22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა

აფხაზეთის ომს შეწირული მსახიობი, ლევან აბაშიძე დღეს 61 წლის გახდებოდა. ეროვნული ბიბლიოთეკა ფონდებში დაცულ მსახიობის ფოტოს აქვეყნებს.
1985 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი.
მუშაობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში. ლევან აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ლ. ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, სადაც 14 წლისამ მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი განახორციელა, ხოლო მთავარი როლი ეკრანზე შეასრულა 1984 წელს გ. შენგელიას ფილმში „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი – „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა.
მას შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა ორ ათეულამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა.
1988 წელს მიიღო კიევის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის ფილმ „ანემიაში“.
დაიღუპა ქართულ–აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს (1992–1993) დროს, ზემო ეშერასთან. შთამომავლობით ლევანი, ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო – თეკლა ბატონიშვილის შტოდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები