“რეფინანსირების განაკვეთის 0.25%-ით შემცირება მკვეთრი ცვლილება არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ განწყობებზე დადებით ასახვას პოვებს”, – მიიჩნევს ,,თიბისი კაპიტალის,, მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია.
ნადარაიას განმარტებით, ,,თიბისის,, არხებით, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლები დადებითი ტენდენცია ჩანს.
„ეკონომიკური აქტივობა, რასაც ,,თიბისის არხებით,, ოპერატიული ინფორმაციის სახით ვხედავ და პერიოდულად ვაქვეყნებთ, ჩვენი შეფასებით მაისის ჩათვლით ჯერ კიდევ მაღალია. ტურიზმიდან შემოდინებებით, რომელიც მაღალ ნიშნულზეა და მიგრაციის ეფექტითაც ჩანს, რომ აქტივობა სახეზეა. სავალუტო შემოდინებებს კუთხით მნიშვნელოვანი გაუარესება არ იკვეთება. რეფინანსირების განაკვეთის 0.25%-ით შემცირება დიდ გავლენას მაკროეკონომიკურ გარემოზე ვერ მოახდენს, მაგრამ განწყობების მხრივ, რომ შემცირება შესაძლებელია და ლარის კურსი მერყეობის შემდგომ გამყარების მიმართულებით მიდის, საბოლოოდ ბაზარზე დადებით განწყობებს ქმნის“, – ამბობს ოთარ ნადარაია.
,,თიბისი ბანკის,, მთავარი ეკონომისტი ფიქრობს, რომ წლის ბოლომდე ინფლაცია სამიზნე ნიშნულს ეტაპობრივად დაუბრუნდება.
„რისკები გასაგებია, რომ არის, მაგრამ პროგნოზის კუთხით ჩვენ პროგნოზიც არის, რომ საქართველოში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ეტაპობრივად უბრუნდება. ყოველ შემთხვევაში მომდევნო თვეების განმავლობაში სამიზნეზე დაბალი დარჩება“, – აცხადებს ნადარაია.