22 მაისი ირაკლი ფარჯიანის დაბადების დღეა
დღეს ქართველი მოდერნისტის – ირაკლი ფარჯიანის დაბადების დღეა. მხატვარს 74 წელი შეუსრულდებოდა.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, ირაკლი ფარჯიანის განსაკუთრებულად ინდივიდუალური მხატვრული ხელწერა ქართულ კულტურაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
„ქართული მოდერნისტული თაობის ერთ-ერთმა პირველმა წარმომადგენელმა, უაღრესად მგრძნობიარე, ინტელექტუალური ქვეტექსტებითა და იდუმალებით სავსე მხატვრული სამყარო შექმნა. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია როგორც ჟანრულად, ისე თემატურად.
მხატვრის შემოქმედებაში წამყვანი ბიბლიური თემატიკა, გერმანული ფილოსოფია და მითოლოგიაა.
მდიდარი ფერწერა, სინათლისა და სივრცის განსხვავებული კვლევა – ხელოვანმა მისთვის დამახასიათებელი საინტერესო და სრულად ახალი ესთეტიკა შემოიტანა თანამედროვე ქართულ მხატვრობაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.