ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საარჩევნო კალენდარი სასამართლოს, მთავრობისა და პარლამენტის მეთაურთა სხდომაზე დამტკიცდა. მეურვე საბჭოს თავდაპირველი შეთანხმებით, გადაწყდა, რომ მე-14 საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება“, – განაცხადა სახელმწიფო ტელევიზიამ.
ირანის კონსტიტუციის თანახმად, ახალი არჩევნები უახლოეს 50 დღეში უნდა ჩატარებულიყო.
შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.