20 მაისი გია მირზაშვილის დაბადების დღეა

დღეს გია მირზაშვილი 63 წლის გახდა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ულოცავს მხატვარს დაბადების დღეს.
„გია მირზაშვილის შემოქმედების მთავარი მოტივი ემოციებისა და დინამიკის გადმოცემაა, რომელსაც ობიექტებისა თუ საგნების სტრუქტურის შინაგანი დაძაბულობით აღწევს. მასთან ჩვეულებრივი ნივთებიც კი ადამიანურ სულიერებას იძენენ. მისი მხატვრული სამყარო ღრმა დაკვირვებას საჭიროებს „დინამიკური სტატიკის“ აღმოსაჩენად.
მხატვარი ახდენს კომპოზიციისა და ფერის მთლიანობას, რასაც ხშირად მკაცრი კონტრასტით ახერხებს.
მეოცე საუკუნის ბოლოს არსებული ცვლილებები თუ კონფლიქტები მსოფლაღქმაში ხელოვანის შემოქმედებაში ნათლადაა წარმოდგენილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები