ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფაიგ გულიევს შეხვდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე როგორც ისტორიულად, ისე თანამედროვეობაში.
გამოითქვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და აზერბაიჯანის ნაციონალურ ბიბლიოთეკასთან გაფორმებული მემორანდუმის განახლებისა და შევსების სურვილი.
აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ბაქოში მიიწვია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები