მიხეილ ყაველაშვილი – სალომე ზურაბიშვილზე: პრეზიდენტი რომ ხარ და მასპინძელი და უცხოელებთან შეხვედრაზე კუთხეში დადგები, ე.ი შენ არ ხარ მასპინძელი
პარტია „ხალხის ძალის” პოლიტიკური მდივანი, მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილის და სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ბრიფინგს ჟურნალისტებთან საუბრისას ეხმაურება. მისი თქმით, პრეზიდენტი მართულია იმ ძალების მიერ, რომელსაც ქვეყანაში ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრები წარმოადგენდნენ. მიხეილ ყაველაშვილი უცხო ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე გასვლასაც ეხმიანება და ამბობს, რომ მათ სახეზე განცვიფრება ჩანდა, რაც აქციაზე მდგომი არასაკმარისი ხალხით იყო გამოწვეული.