ირაკლი ქადაგიშვილი: თუ არ იქნება ქართული პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი, ეს ქვეყანა ვერასდროს დაიცავს საკუთარ ინტერესებს
“თუ არ იქნება ქართული პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი, ეს ქვეყანა ვერასდროს დაიცავს თავის ინტერესებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამოსავალი წერტილი საქართველოს სუვერენიტეტია.
„ამ ქვეყნის სუვერენიტეტი ამოსავალი წერტილია. არ ექნება ამ ქვეყანას სუვერენიტეტი, არ იქნება ქართული პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი, იქნება გარე ჩარევების და მანიპულაციების გადასაწყვეტი, იცოდეთ რომ საქართველო გახდება ის ობიექტი და არა სუბიექტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა თუ ევროკავშირთან დაკავშირებისა, რომელიც ვერასდროს დაიცავს თავის ინტერესებს. სულ ვიქნებით ვიღაცის ხელში გამოყენებადი ქვეყანა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა