პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: კანონზე მოლაპარაკებები არა სალომე ზურაბიშვილმა, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაკეტა

პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი დაუტოვა, რომ კანონი არ იყოს მიღებული და ვეტო არ იყოს დაძლეული, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, პრეზიდენტმა ჩაკეტა თუ არა დიალოგი, მსხილაძემ განაცხადა, რომ „პრეზიდენტს არაფერი ჩაუკეტავს“.

„პრეზიდენტი მეორე მოსმენაზე მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, რომ აღნიშნული საკითხი განეხილათ, დაბრუნებოდნენ, თავიდან ბოლომდე გაერკვიათ კანონი და ისე მომხდარიყო მისი განხილვა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა. შესაბამისად, პრეზიდენტმა რატომ ჩაკეტა, ვერ ვხვდები. ჩვენ რას უნდა დავლოდებოდით? კანონპროექტში შენიშვნები იმიტომ არ არის შეტანილი, რომ ეს კანონი არის რუსული და მთლიანად მიუღებელია. კანონზე მოლაპარაკებები „ქართულმა ოცნებამ“ ჩაკეტა, სალომე ზურაბიშვილს არ ჩაუკეტავს“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები