ირაკლი კობახიძე – საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო
საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის; საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ჩვენი ფიქრები ახლა ირანელ ხალხთანაა,”- აღნიშნავს მთავრობის მეთაური.
https://x.com/pm_kobakhidze/status/1792504957662363908?s=46&t=bb8ppb2pfXkLucvRAkmNvQ