გია ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილს არ უნდა, მუხტი დაეცეს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია უდგას სათავეში და თავად ლამობს რადიკალური ოპოზიციის ლიდერობას

ვეტო შენიშვნების გარეშე კონსტიტუციის დარღვევაა, სალომე ზურაბიშვილს არ უნდა, მუხტი დაეცეს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია უდგას სათავეში და თავად ლამობს რადიკალური ოპოზიციის ლიდერობას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა, რომ ის სათავეში უნდა ჩაუდგეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რევოლუციურ გეგმას. რა საკვირველია, ის არ გაითვალისწინებდა ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების საჭიროებას და არც შარლ მიშელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტებმა შესაძლოა, დამატებით იმსჯელონ ამ თემაზე. არც იყო მოსალოდნელი, რომ ის მართლაც რაიმე საკითხებთან დაკავშირებულ შენიშვნებს წარადგენდა და საზოგადოებას საშუალებას მისცემდა, ევლო შეთანხმების გზით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიკალური ოპოზიციის გეგმები არ იცვლება, რევოლუცია მათი ერთადერთი გამოსავალია. ვინაიდან მათ არანაირი შანსი აქვთ არჩევნებში გამარჯვების.

ვეტო შენიშვნების გარეშე კონსტიტუციის დარღვევაა. პრეზიდენტს ვალდებულება აქვს, თუნდაც პოლიტიკური შეფასებების ნაწილიც იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ვეტო ძირითადად უნდა ასახავდეს სამართლებრივ დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხის მიმართ. ეს მისი ვალდებულებაა და როცა მას არ ასრულებს, იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციას კიდევ ერთხელ სერიოზულად ასცდა. მას ხელის შეწყობა უნდა ერთადერთი მიზნისთვის, არ უნდა ეს მუხტი დაეცეს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია უდგას სათავეში და თავად ლამობს რადიკალური ოპოზიციის ლიდერობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები