რატი იონათამიშვილი: ოპოზიციის ფანჩატურიზაციას მივესალმებით, მათი პოლიტიკიდან გაქრობისთვის ეს შეუქცევადი იქნება
ოპოზიცია შეპყრობილია ფანჩატურის სინდრომით. ჩვენ ოპოზიციის ფანჩატურიზაციას მივესალმებით. მათი პოლიტიკიდან გაქრობისთვის ეს შეუქცევადი იქნება, რასაც იმსახურებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„მათ თავი დაგვამახსოვრეს არეულობა-დესტაბილიზაციით. ეროვნული ხედვა არაფრის მიმართ აქვთ. ოპოზიციაში მათი ფანჩატურიზაცია რაც უფრო გაძლიერდება, მით უკეთესი იქნება საერთო საქმისთვის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.