რატი იონათამიშვილი: სალომე ზურაბიშვილზე როცა ვსაუბრობთ, მისი მხრიდან ინსტიტუციების პატივისცემაზე საუბარი რთულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.

„სალომე ზურაბიშვილი მოტივირებულია პოლარიზაციაში და არა – შენიშვნებში. მისი ნაბიჯიც ამის დასტურია. სინამდვილეში, მან უპატივცემულობა გამოიჩინა არა მხოლოდ საზოგადოების და კონსტიტუციის, არამედ – ო’ბრაიენის მიმართ, რომელიც აცხადებდა, რომ მსჯელობა მნიშვნელოვანი იქნებოდა. მის სიტყვებსა და ხელმოწერას საზოგადოების შიგნით პატივისცემა არ აქვს და ახლა ამას ქვეყნის გარეთაც გაიგებენ. სალომე ზურაბიშვილზე როცა ვსაუბრობთ, მისი მხრიდან ინსტიტუციების პატივისცემაზე საუბარი რთულია, რადგან ამ ადამიანის მხრიდან ადეკვატური დამოკიდებულება არ გვახსენდება. მას პრეზიდენტის ინსტიტუტის სტატუსი რადიკალური პოლიტიკური ბერკეტი ჰგონია. მას ასე ჰგონია, თუ სხვისი დავალებების შემსრულებელია, ამასაც აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან ისტორიაში შევიდა, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის სამარცხვინოდ გამომყენებელი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები