შალვა პაპუაშვილი: რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოს დავძლევთ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

„ერთი რამ არის მნიშვნელოვანი – უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე უცხოელების ჭარბი ჩარევა გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ეს კანონი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ვინაიდან ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, ამ კანონის ქართულობას. იმდენი უცხოელი, თავად რომ არიან დონორები და აფინანსებენ, იმდენი უცხოელი ჩაერია ამ საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ, ზუსტად ეს აჩვენებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც ეს პარლამენტი იღებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოს დავძლევთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები