„აღმოსავლური ცივილიზაციის კვალდაკვალ“ – ახალი ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა
20 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმში, სპეციალურად მუზეუმების კვირეულისთვის, წარმოადგენს IMD 2024 შექმნილ, ახალ ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამას – „აღმოსავლური ცივილიზაციის კვალდაკვალ“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამა მოგვითხრობს უძველესი ცივილიზაციების შესახებ, რომელთაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს კაცობრიობის ისტორიაში.
უძველესი აღმოსავლური ენების შესწავლა დაკარგული სამყაროს აღმოჩენას ჰგავს, წარმოდგენას გვიქმნის ამ ხალხების კულტურაზე, ისტორიასა და აზროვნებაზე, მათ რწმენასა და წეს-ჩვეულებებზე.
პროგრამის მონაწილეები ვიზუალური მასალის გამოყენებით გაეცნობიან: სად და როგორ შეიქმნა დამწერლობა? რას მოგვითხრობს უძველეს ბიბლიოთეკებში აღმოჩენილი ტექსტები და რა აღმოჩენები უკავშირდება ძველაღმოსავლურ ცივილიზაციებს.
საგანმანათლებლო პროგრამაზე დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის 10 წლის ასაკიდან.
პროგრამა ჩატარდება კვირეულის განმავლობაში, ყოველ დღე, 18 – დან 25 მაისის ჩათვლით.
დასაწყისი 15:00 საათზე
მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქ. N2.