19 მაისი მხატვარ ლევაზ ლაღიძის დაბადების დღეა

დღეს ლევან ლაღიძეს 66 წელი შეუსრულდა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ულოცავს მხატვარს დაბადების დღეს.
„80-იანელთა თაობის წარმომადგენელი ლევან ლაღიძე თავადაა ავტორი სახელოვნებო სივრცეში არსებული პოპულარული ტერმინის „80-იანელთა თაობა“. მის მიერ შექმნილი მხატვრული სამყარო ფიგურების თანდათან აბსტრაგირებით ჰარმონიული სინთეზია რაციონალურისა და მეტაფიზიკურის. მხატვრის მეტაფორებით დატვირთული ნამუშევრები ერთიანი ტექსტია თავისივე მსოფლმხედველობის. თითოეული მათგანი გარკვეული ემოციების მატარებელია, რითაც დამთვალიერებლის განწყობაზე საინტერესოდ ზემოქმედებს.
გრაფიკული გამოსახულებები თუ ფერთა ფენებით მხატვარი რთული სტრუქტურის მქონე ფერწერულ ქსოვილს ქმნის – განწყობითა და ასოციაციებით დამუხტულ მისტიკურ სამყაროს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები