დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო

მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა.

”სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო. კონსტიტუცია ადგენს, რომ ვეტო უნდა იყოს მოტივირებული, მოტივირებული შენიშვნებით და მხოლოდ კაპრიზით განხორციელებული აქტი, რა თქმა უნდა, ანტიკონსტიტუციურია. ის უნდა იყოს ეროვნული გაერთიანებისკენ და ტემპერატურის, თუკი ასეთი აწეული ტემპერატურა, ზოგადად, არსებობს, მისი დაწევისკენ, შერიგებისკენ გამსჭვალული და მიმართული. სანაცვლოდ, მხოლოდ რადიკალიზმის გაღვივებას ცდილობს სალომე ზურაბიშვილი. თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ კარგად დაინახა, რომ ნებისმიერი მცდელობა იმის, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი წარმოაჩინონ როგორც რაიმე უფლების შემზღუდავი, არა არგუმენტირებული, ეს არის მცდარი შეხედულება. არ არსებობს არცერთი არგუმენტი მის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ეს კანონი საბოლოოდ იქნება მიღებული“, – განუცხადა მათიკაშვილმა „ქრონიკას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები