გურამ მაჭარაშვილი – პრეზიდენტის ვეტოზე: ამ გადაწყვეტილებით ზურაბიშვილმა დაადასტურა რომ ის ემსახურება რადიკალიზმს
“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა.
„ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ის ემსახურება რადიკალიზმს. დიალოგის მომხრე არ არის, გამჭვირვალობის მომხრე არ არის, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების მომხრე არ არის, ვენეციის კომისიის დასკვნის მომხრე არ არის და ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე, ხელისუფლება დიალოგზე არ მოდის. ამ გადაწყვეტილებით ეს რამდენიმე ფაქტორი დაადასტურა ზურაბიშვილმა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.