20 წლის ზუკა ოჩიგავა „ჯოკერში“ წაგებული თანხის გამო მოკლეს

   20 წლის ზუკა ოჩიგავა ზაზიაშვილის ქუჩაზე მეგობრის სახლის სარდაფში მოკლეს. ბინის მეპატრონის თქმით, მაშინ, როდესაც მისი სახლის სარდაფში მეგობრები შეიკრიბნენ, ის მივლინებით ბათუმში იმყოფებოდა. სარდაფში შეკამათება საბოლოოდ მკვლელობით დასრულდა. მეგობრის განცხადებით, ოჩიგავას ცეცხლსასროლი იარაღით ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული – ერთი ფილტვის და მეორე ბარძაყის არეში, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ზაზიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების განცხადებით, მათ არც ჩხუბის და არც გასროლის ხმა გაუგიათ. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ამაზე ოჩიგავას მეორე მეგობარმა თათია მერებაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, შელაპარაკების მიზეზი „ჯოკერში“ წაგებული თანხა გახდა. მისი თქმით, ოჩიგავამ გარკვეული თანხა წააგო და რადგან მან ამ თანხის გადახდა ვერ შეძლო, ის სასიკვდილოდ გაიმეტეს. მეგობრებისთვის ცნობილია ოჩიგავას მკვლელის ვინაობაც, თუმცა მათ ამ თემაზე საუბარი არ სურთ.
ეჭვმიტანილის ვინაობა სამართალდამცავებისთვის უკვე ცნობილია და მას პოლიცია ეძებს.
„სროლის შემდეგ მგონი გარდაცვლილი დაბანეს და გარეთ ისე დააგდეს. თამაშობდნენ და იქ წააგო თანხა. ზუსტად დეტალები არ ვიცი. ვიცი, რომ პირველად ქუჩაზე დაგდებული ზუკა მეზობელმა დაინახა “,- განაცხადა თათია მერებაშვილმა.
ზუკა ოჩიგავა ზაზიაშვილის ქუჩაზე გაიზარდა, მაგრამ ის მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად დიღომში ცხოვრობდა. სახლში გადასვენებამდე გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის პასუხებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

1899110_714275468617300_923661981_n

1932088_714275628617284_1019799188_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები