გერმანიაში მასშტაბური წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა

პარასკევს გერმანიის შტატ ზაარლანდში უწყვეტმა ძლიერმა წვიმამ რეგიონის მასშტაბით ქუჩების, სარდაფების დატბორვა და მეწყერი გამოიწვია. ამის შესახებ Spiegel იტყობინება.

შტატის დედაქალაქ ზაარბრიუკენში სიტუაციურ ცენტრში პოლიციასა და მაშველებს 3000-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა.

ბევრ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ზაარბრიუკენში, წყლის დონის აწევის გამო ხალხის ევაკუაცია მოხდა. მოსახლეობას მოუწოდეს მოერიდონ სარდაფებს, მდინარეებს და დატბორილ ტერიტორიებს.

გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მოხდა იშვიათი წყალდიდობა, რომელიც მხოლოდ 20-50 წელიწადში ერთხელ ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები