მამია მალაზონიას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
18 მაისს, 17:00 საათზე, ფერმის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიხსნება თეატრისა და კინოს მხატვრის, ილუსტრატორის, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, საქართველოს სახალხო მხატვრის, მამია მალაზონიას ნამუშევრების გამოფენა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გალერეაში წარმოდგენილი იქნება ავტორის როგორც გრაფიკული, ისე ფერწერული ნამუშევრები, ჩანახატები და წიგნის ილუსტრაციები.
მამია მალაზონიას ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, „ერმიტაჟისა“ და „ტრეტიაკოვის“ გალერეის კოლექციებში, ასევე – საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და აშშ-ის კერძო კოლექციებში.
გამოფენა გაგრძელდება 19 მაისის ჩათვლით | 11:00 – 20:00.
მისამართი: კიკეთის ფერმა, 9 ძმა ხერხეულიძის ქ. 28.
მისამართი: კიკეთის ფერმა, 9 ძმა ხერხეულიძის ქ. 28.