ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამერიკიდან უახლესი ლიტერატურა და ქართველ ემიგრანტთა არქივები მიიღო

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამერიკიდან საჩუქრად მიიღო 47 ყუთი უახლესი სასწავლო, სამეცნიერო ლიტერატურა სხვადასხვა დარგში, ასევე ამერიკაში მცხოვრებ პირველ ქართველ ემიგრანტთა ორი მნიშვნელოვანი არქივი.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, წიგნები დაბეჭდილია ცნობილი გამომცემლობის, Nova Science Publisher-ის მიერ, რომელიც 1985 წელს ნიუ იორკში გამომცემელმა, ფრანკ კოლუმბუსმა დააარსა. ფრანკ კოლუმბუსი მანამდე კემბრიჯის გამომცემლობის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
ამჟამად Nova Science Publisher-ი წელიწადში 1800-მდე ახალ წიგნს, უახლეს და საუკეთესო სამეცნიერო ლიტერატურას აქვეყნებს. ნაშრომები საერთაშორისო მონაცემთა ბაზებშიც არის განთავსებული.
უახლესი ლიტერატურა მალე ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლოამერიკულ დარბაზში განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები