სლოვაკეთის პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერზე თავდასხმას გმობს

სლოვაკეთის პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა ქვეყნის პრემიერმინისტრზე, რობერტ ფიცოზე თავდასხმას გმობს.

ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა განაცხადა.

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი ცოტა ხნის წინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დაჭრეს.

თავდამსხმელმა რამდენჯერმე გაისროლა. მამაკაცი დაკავებულია.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიტიკოსი საზოგადოებასთან გასვლითი სხდომის შემდეგ გავიდა. სროლის შემდეგ ის მიწაზე დაეცა. ფიცო მუცლის და გულის არეშია დაჭრილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები