თურქეთში განაცხადეს, რომ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის 12 წევრის ლიკვიდირება შეძლეს
თურქეთში განაცხადეს, რომ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის 12 წევრის ლიკვიდირება შეძლეს.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ბოევიკების ლიკვიდირება ერაყის ჩრდილოეთით გარასა და ჰაკურკის რეგიონებში მოხდა.
ქურთისტანის მუშათა პარტია ანკარას წინააღმდეგ 1984 წლიდან იბრძვის, ის თურქეთის, შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.