პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება მძიმეა, რაც შეშფოთებას იწვევს
პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება მძიმეა, რუსეთის არმია წინსვლას ცდილობს, რაც შეშფოთებას იწვევს.
ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, პატ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკული მხარე უკრაინისთვის სამხედრო გაწევის დაჩქარებაზე მუშაობს.
“უკრაინაში ბრძოლის ველზე მძიმე ვითარებაა. მაგრამ იცით, რომ უკრაინელები საკუთარი ტერიტორიების დასაცავად ზომების მიღებას აგრძელებს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღება და მარაგები შევთავაზოთ, რომელიც სჭირდებათ”,- თქვა რაიდერმა.
კითხვაზე, რამ გამოიწვია ვითარების გამწვავება, პენტაგონის წარმომადგენელმა თქვა, რომ ფაქტორების ერთობლიობამ, მათ შორის, აშშ-ის მხრიდან დახმარების გაჭიანურება გახდა.