“რუსეთი უკრაინის საკითხზე დიალოგისთვის მზად არის” – პუტინი

რუსეთი ღიაა უკრაინის საკითხზე დიალოგისთვის, მაგრამ მოლაპარაკება უნდა ითვალისწინებდეს ყველას ინტერესებს და გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოების სანდო გარანტიებთან უნდა იყოს შესაბამისობაში.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Xinhua-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის ტექსტიც კრემლმა გამოაქვეყნა.

“გვსურს ამ კონფლიქტის ყოვლისმომცველი, მდგრადი და სამართლიანი დარეგულირება მშვიდობიანი საშუალებებით. ღია ვართ უკრაინის საკითხზე დიალოგისთვის”, – განაცხადა მან.

პუტინმა აღნიშნა, რომ “ეს უნდა იყოს მოლაპარაკება, რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტში ჩართული ქვეყნების ინტერესებს, მათ შორის, რუსეთის”.

“ამას უნდა ერთოდეს საუბრები გლობალურ სტაბილურობაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე ორივე ქვეყნისთვის, მათ შორს, რუსეთისთვის. ამასთანავე, ეს უნდა იყოს სანდო გარანტიები”, – განმარტა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები