ენტონი ბლინკენი: კონგრესმა უფლება მოგვცა, რომ რუსეთს აშშ-ში აქტივები ჩამოვართვათ, ვაპირებთ მათ გამოყენებას უკრაინის რეკონსტრუქციისთვის

U.S. Secretary of State Antony Blinken attends a meeting with members of civil society at a coffee shop in Kyiv, Ukraine May 14, 2024. BRENDAN SMIALOWSKI/Pool via REUTERS

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები აპირებს, რომ ჩამორთმეული რუსული აქტივები უკრაინის რეკონსტრუქციის დაფინანსების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს.

„ჩვენმა კონგრესმა მოგვცა უფლება, ჩამოვართვათ რუსეთს აქტივები აშშ-ში. ჩვენ ვაპირებთ მათ გამოყენებას. იმის აღდგენის საფასური, რაც პუტინმა გაანადგურა უკრაინაში, რუსეთმა უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, აშშ მუშაობს „დიდი შვიდეულის“ წევრ სხვა ქვეყნებთან, რათა იგივე გააკეთონ „რუსეთის სუვერენული აქტივებით“.

„„დიდ შვიდეულს“ შეუძლია მძლავრი მესიჯი გაუგზავნოს პუტინს, რომ დრო მის მხარეს არ არის“, – აღნიშნა ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები