პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილისა და ჯიმ ო’ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდა – საუბრის შინაარსი საჯარო არ არის
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათ-ნახევრი გაგრძელდა. საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა. საუბრის შინაარსი საჯარო არ არის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.