“ლელო” და ფრაქცია ენმ საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ
“ლელო” და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ.
აღნიშნულის შესახებ პარტიების ლიდერებმა ბრიფინგებზე განაცხადეს.
შეგახსენებთ, 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი – პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
საკანონმდებლო ორგანოსთან ამ წუთებშიც საპროტესტო აქცია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.