რიმა ბერაძე: გახსოვდეთ, ვერავითარი მაიდანი, ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება – საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს

“რეალურად, ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. გახსოვდეთ, ვერავითარი მაიდანი, ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნელ-ნელა საზოგადოება რწმუნდება, სინამდვილეში რა ხდება ქვეყანაში და რა პროცესების გავლენაა ეს ყველაფერი.

„საზოგადოება ყოველდღე და უფრო ნათლად ხედავს როგორ ადვილად კარგავთ დაყენებულ სახეს და ავლენთ საკუთარ თავს. არეულობის საწყის მიზეზს გამჭვირვალობის კანონს დავუბრუნდეთ, ჩვენთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს კანონი იყო მხოლოდ და მხოლოდ საბაბი დესტრუქციული ძალების ხელში რეალური მიზნის დასაფარავად. მათი აზრით, ამ კანონის რუსულად შეფუთვა, ყველაზე მარტივი სამანიპულაციო საშუალება იქნებოდა მასების „გასაბრაზებლად“. ეს ნაწილობრივ მოახერხეთ, მაგრამ ცოტა ხნით. ნელ-ნელა საზოგადოება რწმუნდება სინამდვილეში რა ხდება ქვეყანაში და რა პროცესების გავლენაა ეს ყველაფერი“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები