პუტინი 16-17 მაისს ჩინეთს ეწვევა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 16-17 მაისს სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთს ეწვევა.
როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, ვიზიტი ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიწვევით განხორციელდება.
ეს იქნება პირველი საერთაშორისო ვიზიტი მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი მორიგი, ექვსწლიანი ვადით იქნა არჩეული.