„ნანინა 2024“ – ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის მეორე ფესტივალი გაიმართება
14-15 მაისს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, , ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის მეორე ფესტივალი – „ნანინა 2024“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია ქალთა ტრადიციული მუსიკის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზება. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილი ტრადიციების გამომზეურება, ქალთა რეპერტუარის ჟანრთა მულტიდისციპლინური კვლევის შედეგების დემონსტრირება.
მეორე ფესტივალის თემაა „ბატონები – ტრადიცია, წეს-ჩვეულებები, მუსიკა“.
ფესტივალი სამსეგმენტიანი იქნება და მოიცავს:
მულტიდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას, რომელშიც ეთნომუსიკოლოგები, ეთნოლოგები, ზეპირსიტყვიერებისა და გამოყენებითი ხელოვნების მკვლევრები, ქორეოლოგები, ექიმები, ფსიქოლოგები წარმოადგენენ ბავშვთა ინფექციური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ სფეროში არსებული კვლევის შედეგებს სამეცნიერო ნაშრომების სახით;
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილ ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა მკურნალობასთან დაკავშირებული ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალის პრეზენტაციას, ვიდეორგოლების სახით, საქართველოს 10 კუთხიდან, ესენია: ხევი, ქართლი, კახეთი, მესხეთი, რაჭა, სვანეთი, აჭარა, იმერეთი, გურია, სამეგრელო;
ფოლკლორულ კონცერტებს, საქართველოს მასშტაბით არსებული ქალთა ანსამბლების მონაწილეობით, რომელთა მიერ ცოცხლად შესრულდება შესაბამისი თემატიკის სასიმღერო/საფერხულო ნიმუშები.

ფესტივალის იდეის ავტორი და ინიციატორია ჯგუფ „ნანინას“ წევრი, ეთნომუსიკოლოგი მაია გელაშვილი. მხარდამჭერები: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ და „მეღვინეობა შილდა“.
ფესტივალი ტარდება ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ „ნანინას“ ორგანიზებითა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით
ფესტივალი ტარდება ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ „ნანინას“ ორგანიზებითა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით
ფესტივალი დაიწყება 10:00 საათზე, ხოლო საკონცერტო ნაწილი – 18:00 საათზე.