ჯეიკ სალივანი: არ მივიჩნევთ, რომ ის, რაც ღაზაში ხდება, გენოციდია
ისრაელს შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის მთავრობა ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ რაფაჰის ოპერაცია შეცდომა იქნებოდა.
„გვჯერა, რომ ისრაელს შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ის, რაც ღაზაში ხდება, არის გენოციდი. მტკიცედ უარვყოფთ ამ წინადადებას.
კვლავ მივიჩნევთ, რომ შეცდომა იქნება რაფაჰში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის დიდ ნაწილს აშკარა სტრატეგიული სარგებლის გარეშე“, – განუცხადა სალივანმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.