The New York Times-ის გამოკითხვის თანახმად, ტრამპი ბაიდენს 5 ძირითად შტატში უსწრებს

The New York Times-ის, Siena College-ისა და The Philadelphia Inquirer-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხუთ საკვანძო შტატში უსწრებს.

გამოკითხვის თანახმად, ტრამპი ლიდერობს მიჩიგანში, არიზონაში, ნევადაში, ჯორჯიაში და პენსილვანია, ხოლო ბაიდენი ვისკონსინში.

ამასთან, 2020 წელთან შედარებით, ტრამპმა ახალგაზრდა და არათეთრკანიან ამომრჩევლებს შორის თავისი პოზიცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები