„ოპერა შენს ქალაქში“ – ვანო სარაჯიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება

15 მაისს, 19.00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ ვანო სარაჯიშვილის საიუბილეო საღამო „ოპერა შენს ქალაქში“ გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მომღერლის დაბადებიდან 145 და გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ვანო გალუაშვილი. წამყვანი მარი ბაგრატიონი, რეჟისორი ზაზა აგლაძე, კონცერტმაისტერები: ირინა აივაზოვა, მაია რეხვიაშვილი. მონაწილეობენ: თემურ გუგუშვილი, მიშო ჯავახიშვილი, არმაზ დარაშვილი, სულხან გველესიანი, რამაზ ჩიკვილაძე, მარიკა მაჩიტაძე, მაკა ასპანიძე, ირაკლი მურჯიკნელი, გიორგი მოციქულაშვილი, ალექსანდრე თიბელიშვილი, დავით ჯიმშელეიშვილი.
საღამოს მხარდამჭერები არიან: თბილისის მერიის კულტურის სამსახური და თბილისის საკრებულოს კულტურის კომისია.

მის: მერაბ ბერძენიშვილის ქ.№1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები