ბენიამინ ნეთანიაჰუ: ომი ზუსტად ამაზეა, ან ჩვენ – ისრაელი, ან ისინი – „ჰამასის“ მონსტრები
„ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომი, წინა ომების მსგავსად, წარმოადგენს მარადიულ ღირებულებებს: ადამიანისა და ერის სიყვარულს, ქვეყნის სიყვარულს, თავგანწირვისთვის მზადყოფნას, არჩეული გზის სამართლიანობის რწმენას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასთან“ ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა.
„ომი ზუსტად ამას ეხება: ან ჩვენ – ისრაელი, ან ისინი – „ჰამასის“ მონსტრები.
ჩვენ განვახორციელებთ გამარჯვების მიზნებს და ამ მიზნების მთავარი ნაწილი ყველა ჩვენი მძევლის სახლში დაბრუნებაა. მაგრამ ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ფასი, რომელიც გადაიხადეს ჩვენს წინა თაობებმა, ეს ფასი ძალიან მძიმეა“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
ამასთან, ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტერს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხს აგებინებენ.