კურსკის ოლქში დრონის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა
კურსკის ოლქში დრონის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, გარდაცვლილი ქალია.
რეგიონული მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, უკრაინელი სამხედროები გლუშკოვსკის რაიონში „დრონებით თავს მანქანებს დაესხნენ“.
„სოფელ პოპოვო-ლეჟაჩის მცხოვრებთა მანქანებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები ჩამოაგდეს. ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაშავებულები გადაყვანილი არიან რაიონულ საავადმყოფოში“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.