“შეგნებული ადამიანი ამას არ იტყოდა” – სომხეთის ეკლესიის წარმომადგენელი მმართველი პარტიის წევრის განცხადებაზე, რომ რესპუბლიკის ეკლესიის 1700-წლიანი ისტორია მითია

სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები მმართველი პარტიის დეპუტატის, არსენ ტოროსიანის მიერ ეკლესიაზე გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც მედიას იერომონაზონმა, ასოგიკ კარაპეტიანმა უთხრა, „შეგნებული ადამიანი ასეთ რამეს არ იტყოდა, ამიტომ, ამაზე კომენტარის გაკეთება საჭირო არ არის“.

რაც შეეხება „ტავუში სამშობლოს სახელით“ ლიდერმა, დეკანოზმა ბაგრატ გალსტანიანს, მისი თქმით, ​„თუ სამოციქულო ეკლესია მითია, მაშინ ისინი, ალბათ, ჭეშმარიტების მაცნეები არიან“.

მისივე თქმით, სომხეთის ხელისუფლება „მუდმივად ერეოდა და ჩაერევა“ ეკლესიის საქმეებში.

სომხეთის მმართველი პარტია “სამოქალაქო შეთანხმების” წევრი, არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ ​ქვეყნის ქრისტიანული ეკლესიის 1700-წლიანი ისტორია მითია, რომელიც მთლიანად არის გასანადგურებელი. მისი თქმით, სომხეთის ეკლესია სახელმწიფოებრიობას ანადგურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები