სომხეთის მმართველი პარტიის წევრი აცხადებს, რომ ქვეყნის ქრისტიანული ეკლესიის 1700-წლიანი ისტორია მითია, რომელიც მთლიანად არის გასანადგურებელი

სომხეთის მმართველი პარტია “სამოქალაქო შეთანხმების” წევრი, არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ ​ქვეყნის ქრისტიანული ეკლესიის 1700-წლიანი ისტორია მითია, რომელიც მთლიანად არის გასანადგურებელი. მისი თქმით, სომხეთის ეკლესია სახელმწიფოებრიობას ანადგურებს.

„ჩვენს ხალხს ძალიან მძიმე ბედი ერგო. გარდა იმისა, რომ მათ მოუწევთ 100 წელზე მეტხნიანი მითებისა და სტერეოტიპების განადგურება, ფაქტობრივად, მთლიანად მოუწევთ 1700-წლიანი მითის განადგურება, თუმცა, ამის გაკეთება ნაწილობრივ სახელმწიფოებრიობის შექმნით შეძლო“, – დაწერა ტოროსიანმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ეკლესიას სურს, „შესწიროს სომხეთის სახელმწიფოებრიობა თავისი შიდა და გარე ჯგუფური ინტერესებისთვის“ და ხალხმა ამ სტრუქტურას საბოლოო შეფასება უნდა მისცეს.

„ეკლესიის პირდაპირი წვლილი სომხური სახელმწიფოებრიობის დანგრევაში, რომელიც არაერთხელ განმეორდა მისი 1700-წლიანი ისტორიის მანძილზე, ამოიწურება – სომხეთის რესპუბლიკა უკან არ დაიხევს”, – წერს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები