„ისრაელს სანდო გეგმა არ აქვს” – ენტონი ბლინკენი

ისრაელს რაფაჰში მყოფი, თითქმის 1,4 მილიონი პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის სანდო გეგმა არ აქვს.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

“ისრაელს მკაფიო გეგმა სჭირდება, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხში ნდობას დაიმსახურებს, გეგმა, რომელიც ჯერ არ გვინახავს”,- თქვა მან.

ბლინკენის თქმით, ამერიკული იარაღის მიწოდების შეჩერება მართლდება იმით, რომ ისრაელს რაფაჰში მყოფი მოსახლეობის დაცვის სანდო გეგმა არ აქვს.

“აშშ გააგრძელებს ისრაელის ლიდერებზე ზეწოლას, რომ წარადგინონ იმის გეგმა, თუ როგორს ხედავენ ღაზის სექტორს ომი დასრულების შემდეგ”,- აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები