“დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის კრიზისის გადაჭრა თუ ბრძოლის ველზე სურთ, მოსკოვი ამისთვის მზად არის” – სერგეი ლავროვი
დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის კრიზისის გადაჭრა თუ ბრძოლის ველზე სურთ, მოსკოვი ამისთვის მზად არის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ამის შესახებ მან ფედერაციის საბჭოში კონსულტაციის დროს თქვა, სადაც რუსეთის მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.
“ეს მათი უფლებაა, თუ სურთ ბრძოლის ველზე – იქნება ბრძოლის ველზე”, – თქვა მან.
უკრაინის საკითხზე შვეიცარიის კონფერენციაზე საუბრისას, რომელიც ივნისშია დაგეგმილი და სადაც რუსეთი არ ირის მიწვეული, ლავროვმა ვითარება „სკოლის მოსწავლის საყვედურს“ შეადარა.
„კონფერენცია რუსეთისთვის ახალი ულტიმატუმის ჩამოყალიბებამდე დავა. როგორც ოროსნის გამო მასწავლებელთა საბჭო იკრიბებოდა, ერთმანეთში ყველაფერს გადაწყვეტდნენ, იბარებდნენ მოსწავლეს და საყვედურს ეუბნებოდნენ – ასე საუბარი არავისთან არ შეიძლება, მით უმეტეს, ჩვენთან”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.