ბელგოროდსა და მის რეგიონში უქმეებზე სულ 19 ადამიანი დაიღუპა
ბელგოროდის და მისი რეგიონის იერიშის შედეგად, უქმეებზე 19 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ბელგოროდში სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, ხოლო რეგიონში ოთხი ადამიანი დაიღუპა.
ჯამურად, 27 ადამიანი დაშავდა.