ვინ არის ანდრეი ბელოუსოვი, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ჩაანაცვლებს

მეხუთე, 6-წლიანი ვადით არჩეულმა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ძალოვან ბლოკში საკადრო ცვლილება განახორციელა.

კერძოდ, სერგეი შოიგუ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებულია და დანიშნულია უშიშროების საბჭოს მდივნად ნიკოლაი პატრუშევის ნაცვლად. თავდაცვის სამინისტროს კი უხელმძღვანელებს ყოფილი პირველი ვიცეპრემიერი – ანდრეი ბელოუსოვი.

ფედერაციის საბჭოს სხდომა, სადაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნის საკითხი განიხილება, 14 მაისს გაიმართება, ხოლო დღეს კანდიდატურას კომიტეტებში განიხილავენ.

ანდრეი ბელოუსოვი არის ეკონომისტი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ჯართან, თავდაცვასთან ან რაიმე სამხედრო სტრატეგიასთან. ცხოვრების უმეტესი ნაწილი საჯარო სამსახურში მუშაობდა, ეკონომიკური საკითხებით ამა თუ იმ ფორმით იყო დაკავებული.

ბელოუსოვს აქვს რეპუტაცია ადამიანის, რომელიც, პირველ ყოვლისა, სახელმწიფოს ინტერესებს იცავს და მერე ბიზნესის. მაგალითად, მას ჰქონდა მეტალურგებისგან „ზედმეტი მოგების“ ამოღების მცდელობა, 2021 წელს მან ფაქტობრივად დაადანაშაულა ისინი სახელმწიფოსთვის 100 მილიარდი რუბლის დამალვაში.

2020 წელს მთავრობაში მის დანიშვნას ეკონომისტები ხსნიდნენ იმით, რომ ეროვნულ პროექტებზე უნდა იყოს პასუხისმგებელი – პუტინის საარჩევნო დაპირებებზე, რომელიც მან 2018 წელს გასცა და შედეგი დამდგარი არ იყო.

მედია წერს, რომ ადამიანი, ვისთვისაც სახელმწიფოს ინტერესები უმთავრესია და რომელიც ხედავს გარე მტრებს, კარგი კანდიდატია ომის პირობებში ეკონომიკის შემდგომი აღმშენებლობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები