ანრი ოხანაშვილი: ჩვენს მხარეს არის სიმართლე და თუ ვინმე უნდა, დაასანქცირონ იმისთვის, თუ რატომ მოქმედებს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია
ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად, ჩვენს მხარეს არის სიმართლე და თუ ვინმე უნდა, დაასანქცირონ იმისთვის, თუ რატომ მოქმედებს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხალხის ინტერესებისთვის მოქმედება ვერ სანქცირდება.
„ჩვენ ყველაფერზე გვექნება რეაგირება, ყველას მხილება, ვინ რა ინტერესებით მოქმედებს. ხალხის ინტერესებისთვის მოქმედება ვერ სანქცირდება, რაც არ უნდა ფორმალური სანქცია უწოდონ ამას, ქვეყნის, სამშობლოსა და ხალხის ინტერესებისთვის მოქმედება სანქცირებას არ ექვემდებარება. არავის არაფრის ეშინია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.