თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამების კვირეული
18-25 მაისის ჩათვლით, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მემორიალური სახლ-მუზეუმები, მუზეუმების საერთაშორისო დღის თემის შესაბამისად, იწყებს საგანმანათლებლო პროგრამების კვირეულს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებშიც მომზადებულია IMD024 შესაბამისი ახალი საგანმანთლებლო პროგრამები და შემეცნებითი აქტივობები:
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
12:00 – საგანმანათლებლო პროგრამა – ქართული ანბანის თავგადასავალი;
ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ- მუზეუმი
13:00 – საგანმანათლებლო პროგრამა – ქართული მუსიკის ისტორია;
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ- მუზეუმი
14:00 – შემეცნებითი თამაში – სიტყვების ალქიმია
კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ- მუზეუმი;
15:00 – საგანმანათლებლო პროგრამა -აღმოსავლური ცივილიზაციის კვალდაკვალ
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ- მუზეუმი
16: 00 – შემეცნებითი ტური – გალაკტიონის აივნიდან;
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი.
17: 00 – საგანმანათლებლო პროგრამა – რიტუალიდან ბალეტამდე.